ნიგერიაში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში საჰაერო ძალების მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ნიგერიის საჰაერო სამხედრო ძალების პრესსპიკერის თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის დაზიანება გახდა. თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქიდან 110 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მინნასკენ მიემართებოდა. დაზიანების შესახებ შეტყობინების შემდეგ ის აბუჯის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების დროს ჩამოვარდა.

ქვეყნის საჰაერო ძალებს დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ნიგერიის მე-15 პრეზიდენტმა, მუჰამადუ ბუჰარიმ საჰაერო ძალებსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.