ნიგერიაში ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმას სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმას სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა.
„რეიტერის“ ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა ბორნოს რეგიონში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ნიგერიაში თავდასხმებს ბოკო ჰარამი და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებენ.
თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც. ბორნოს რეგიონულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ნიგერიის პრეზიდენტმა, მუჰამადუ ბუჰარიმ ქვეყნის სამხედროებს თავდამსხმელების განეიტრალება დაავალა.