ნიდერლანდელი მოგზაური, მწერალი კრის შალქი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიდერლანდელ მოგზაურს, მწერალსა და ფოტოგრაფს, კრის შალქს უმასპინძლა.
ტურის ფარგლებში კრის შალქი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა. მოგზაურმა და მწერალმა საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები, კულტურული ძეგლები და ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერა. კრის შალქმა საქართველოს შესახებ მომზადებული სთორები და პოსტები სოციალური ქსელით Instagram გაავრცელა.
ცნობილი მწერალი ისეთი გამოცემებისთვის ამზადებს პუბლიკაციებს როგორიცაა: CNTraveler, T+L, Design Antology , AD, Telegraph, Wallpaper, The Times, და ა.შ.
პრესტურის მიზანია საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროპის ქვეყნებიდან.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.