ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს. ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ნიდერლანდების კონტრტერორისტულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ტერაქტის საფრთხე „არსებითია“.
უწყებაში ტერორისტული საფრთხის გაზრდის მიზეზად მეზობელ ევროპულ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მოწყობილი ტერაქტების და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება დაასახელეს.
როგორც ნიდერლანდების კონტრტერორისტულ სამმართველოში აცხადებენ, ტერორისტული საფრთხის გაზრდის შემდეგ პოლიციას, მუნიციპალიტეტებს და სამინისტროებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ერთობლივი ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად.
ცნობისთვის, მანამდე შინაგან საქმეთა ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ საშობაო პერიოდში ევროკავშირში ტერორისტული თავდასხმების საფრთხე გაზრდილია. ამის მიზეზად მან ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაასახელა.