ნიდერლანდებში კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემდეგ 89 წლის ქალი გარდაიცვალა
ნიდერლანდებში კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემდეგ 89 წლის ქალი გარდაიცვალა. მსგავსში ფაქტი ნიდერლანდებში პირველად დაფიქსირდა.
აღნიშნული შემთხვევის გამო მედიკოსები დაინტერესდნენ, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს პირველი ინფიცირების შედეგად გამომუშავებულმა იმუნიტეტმა და ანტისხეულებმა.
ქალბატონი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ძვლის ტვინის უიშვიათესი სიმსივნით იყო დაავადებული.