ნიდერლანდებში კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემდეგ 89 წლის ქალი გარდაიცვალა

15:39, 14.10.2020

ნიდერლანდებში კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემდეგ 89 წლის ქალი გარდაიცვალა. მსგავსში ფაქტი ნიდერლანდებში პირველად დაფიქსირდა.

აღნიშნული შემთხვევის გამო მედიკოსები დაინტერესდნენ, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს პირველი ინფიცირების შედეგად გამომუშავებულმა იმუნიტეტმა და ანტისხეულებმა.

ქალბატონი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ძვლის ტვინის უიშვიათესი სიმსივნით იყო დაავადებული.

მსგავსი