ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 766-მდე გაიზარდა, აქედან 115 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში ნიდერლანდებში „კოვიდ-19“ 1 224 პაციენტს დაუდასტურდა. ამგვარად, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 17 851 შემთხვევა.
ბოლო ორ კვირის მანძილზე ნიდერლანდებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. სულ საავადმყოფოში ბოლო ერთ დღეში 253 ადამიანი გადაიყვანეს.