ნიდერლანდებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 766-მდე გაიზარდა

17:54, 05.04.2020

ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 766-მდე გაიზარდა, აქედან 115 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში ნიდერლანდებში „კოვიდ-19“ 1 224 პაციენტს დაუდასტურდა. ამგვარად, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 17 851 შემთხვევა.

ბოლო ორ კვირის მანძილზე ნიდერლანდებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. სულ საავადმყოფოში ბოლო ერთ დღეში 253 ადამიანი გადაიყვანეს.

მსგავსი