ნიდერლანდებში ხიდის მშენებლობისას ორი მუშა დაიღუპა
ნიდერლანდებში ხიდის მშენებლობისას ორი მუშა დაიღუპა

ნიდერლანდებში ხიდის მშენებლობის დროს ორი მუშა დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ლოხმში მოხდა. ბაგირები, რომლებითაც ხიდის თაღი უნდა აეწიათ, გაწყდა და კონსტრუქცია ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე დაშავდა ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს „სამრეწველო შემთხვევა“ უწოდა და განაცხადა, რომ მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

გარდაცვლილი მუშებიდან ერთ-ერთი ბელგიიდან იყო, მეორე კი – პოლონეთიდან.

შემთხვევას ათობით ადამიანი შეესწრო. არსებული ცნობებით, მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

მშენებარე ხიდმა მსხვილი არხი უნდა გადაკვეთოს და წრიული გზის ნაწილი გახდეს.