ნიდერლანდებში ექიმები გაიფიცნენ
ნიდერლანდებში ექიმები გაიფიცნენ

ნიდერლანდებში ექიმები და ექთნები გაიფიცნენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მედიკოსების გაფიცვის გამო ათობით საავადმყოფომ მუშაობა შეაჩერა. სამედიცინო დახმარების მიღება მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს შეეძლოთ.

ნიდერლანდებში ექიმები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას ითხოვენ. კერძოდ, ისინი სამუშაო ანაზღაურების ხუთი პროცენტით მომატებას, ზეგანაკვეთური შრომისთვის პრემიებსა და სამუშაო დატვირთვის შემცირებას ითხოვენ.

ნიდერლანდების საავადმყოფოების ასოციაციის ცნობით, პროფკავშირების მოთხოვნის შესრულება სამედიცინო დაწესებულებებს დამატებით 950 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ასოციაციამ ექიმებს ხელფასების სამი პროცენტით გაზრდა, თუმცა ჯანმრთელობის დაზღვევაში დამსაქმებლის თანამონაწილეობა შესთავაზა.