ნიდერლანდების პრემიერი - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დონალდ ტრამპის შესახებ წუწუნი
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დონალდ ტრამპის შესახებ წუწუნი, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„თქვენ ახსენეთ აშშ და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტრამპზე წუწუნი. ჩვენ თავდაცვის ხარჯებსა და საბრძოლო მასალის წარმოებას იმიტომ კი არ ვზრდით, რომ შეიძლება ტრამპი დაბრუნდეს. ეს ამერიკელების გადასაწყვეტია. მე არ ვარ ამერიკელი. მე ვერ მივცემ ხმას აშშ-ში და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც საცეკვაო მოედანზეა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ამის გაკეთების სურვილი გვაქვს, ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს გადამწვეტია. ეს წუწუნი ტრამპის გარშემო, რომელიც რამდენიმე დღეა მესმის, უნდა შეწყდეს“, – განაცხადა მარკ რუტემ.