ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ჩვენი ლოცვა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და ავსტრიის მთავრობასთანაა
ვენაში მომხდარ თავდასხმას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ეხმაურება.
„საშინელი თავდასხმა მოხდა ვენაში, სინაგოგასთან ახლოს. სოლიდარობას გიცხადებთ. ჩვენი ლოცვა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და ავსტრიის მთავრობასთანაა, რომელიც ამ შემზარავ აქტთან გამკლავებას ცდილობს“, – წერს მარკ რუტე მიკრობლოგ „ტვიტერში“.
ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ავსტრიის შს მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც.