ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი – ჩვენი ლოცვა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და ავსტრიის მთავრობასთანაა

02:37, 03.11.2020

ვენაში მომხდარ თავდასხმას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ეხმაურება.

„საშინელი თავდასხმა მოხდა ვენაში, სინაგოგასთან ახლოს. სოლიდარობას გიცხადებთ. ჩვენი ლოცვა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და ავსტრიის მთავრობასთანაა, რომელიც ამ შემზარავ აქტთან გამკლავებას ცდილობს“, –  წერს მარკ რუტე მიკრობლოგ „ტვიტერში“.

ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ავსტრიის შს მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც.

 

მსგავსი