ნიდერლანდების პოლიციამ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა, რომელიც კონცერტზე მყოფ ხალხს დაეჯახა
ნიდერლანდების პოლიციამ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა, რომელიც კონცერტზე მყოფ ხალხს დაეჯახა

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც კონცერტზე მყოფ ხალხს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მაუწყებელი NOS-ი ავრცელებს.

მანამდე, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, პოლიციისთვის მიეწოდებინათ ნებისმიერი ინფორმაცია მიკროავტობუსის შესახებ.

ინციდენტი ქალაქ ლანდგრააფში მოხდა, რომელიც საზღვართან მდებარეობს. მომხდარის შემდეგ, ნიდერლანდების პოლიციამ გერმანელ და ბელგიელ კოლეგებს მიმართა თხოვნით, სასაზღვრო კონტროლი გაემკაცრებინათ იმ შემთხვევისთვის, თუ ძებნილი ქვეყნის დატოვებას ეცდებოდა.

შემთხვევა ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში, ლიმბერგის პროვინციაში პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე მოხდა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.