ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა, თუმცა შეზღუდვები შეამსუბუქა
ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა, თუმცა შეზღუდვები შეამსუბუქა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ მინისტრის თქმით, სპეციალისტები აცხადებენ,რომ კოვიდ-19-ის მესამე ტალღის საფრთხე კვლევა არსებობს, თუმცა მოქალაქეები შეზღუდვებით გადაიღალნენ.
ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდება პროფესიულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 3 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას სილამაზის სალონები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ არის საჭირო“, შესაბამისად კომენდანტის საათი ძალაში დარჩა.