ნიდერლანდების ელჩმა ლგბტი თემის აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს შს მინისტრს მადლობა გადაუხადა 
ნიდერლანდების ელჩმა ლგბტი თემის აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს შს მინისტრს მადლობა გადაუხადა 

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი  იოჰანეს დუმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ლგბტი თემის აქტივისტების აქციაზე მივიდა.

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან აქ და ჩვენ აქ ვართ ერთად ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. სწორედ ეს არის უპირველესი მიზეზი, თუ რატომ მოვედი აქ. არსებობს მეორე მიზეზიც, თუ რატომ არის აქ ამდენი დიპლომატი, რადგან არის დაუცველობის გრძნობა, რაც არ უნდა იყო. ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ, თავს უნდა გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენ, ყველა ქართველთან ერთად, თავისუფლად ვიზეიმებთ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მადლობელი ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელმაც ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყო და მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მან უზრუნველყო ის, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დაცული იქნება თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.