საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მააიკე ვან კოლდამი გამოეხმაურა.
ელჩი იმედოვნებს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება.
„ამ მნიშვნელოვან დღეს, თბილისში, ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვებისას, ვიმედოვნებ, ვნახო ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, რომლებიც საარჩევნო პროცესში მათ ღირებულ, დემოკრატიულ უფლებებს გამოიყენებენ. ნიდერლანდები ასევე მხარს უჭერს არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას“, – ნათქვამია ვან კოლდამის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში.
On the road in #Tbilisi 🇬🇪 on this important day, monitoring local #elections, hoping to see a large turnout of voters using their precious democratic rights in the electoral process. 🇳🇱 is also supporting the @osce_odihr electoral observation mission. pic.twitter.com/VHB37hTB8X
— Maaike van Koldam (@MaaikevanKoldam) October 2, 2021