ნიდერლანდების ელჩი - იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დამოუკიდებლობას ერთიანი საქართველო კვლავ ერთად იზეიმებს
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჯოს დოუმას განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გილოცავთ 26 მაისს, რესპუბლიკის 101-ე იუბილეს (ვიცი, რომ გაცილებით დიდი ხარ, მაგრამ არ გეტყობა). იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დამოუკიდებლობას ერთიანი საქართველო, კვლავ ერთად იზეიმებს. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, ერთიანობისკენ, მრავალფეროვნებისკენ და ინკლუზიურობისკენ მოწოდებისთვის“, – წერს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი.