ნიდერლანდების ელჩი – იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დამოუკიდებლობას ერთიანი საქართველო კვლავ ერთად იზეიმებს
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჯოს დოუმას განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გილოცავთ 26 მაისს, რესპუბლიკის 101-ე იუბილეს (ვიცი, რომ გაცილებით დიდი ხარ, მაგრამ არ გეტყობა). იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დამოუკიდებლობას ერთიანი საქართველო, კვლავ ერთად იზეიმებს. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, ერთიანობისკენ, მრავალფეროვნებისკენ და ინკლუზიურობისკენ მოწოდებისთვის“, – წერს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი.
Congrats #Georgia on #26May, your 101st anniversary as a Republic (I know you’re much older, but you don’t look like! 😉🇬🇪)
Hope once the entire Georgia and all Georgians will celebrate together again. Thanks @Zourabichvili_S for your call for unity, diversity and inclusiveness pic.twitter.com/lG4jmg93Mz— Jos Douma (@Jos_Douma) May 26, 2019