ნიდერლანდების ელჩი - გილოცავ, საქართველო, თქვენი მომავალი ევროპაშია, ნიდერლანდები განაგრძობს მხარდაჭერას ამ გზაზე
ნიდერლანდების ელჩი - გილოცავ, საქართველო, თქვენი მომავალი ევროპაშია, ნიდერლანდები განაგრძობს მხარდაჭერას ამ გზაზე

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი საქართველოს ულოცავს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

როგორც ვიდეომიმართვაში მელინე არაკელიანი აცხადებს, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე.

„გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და მივესალმებით თქვენს სწრაფვას, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მომავალი ევროპაშია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, გააგრძელოს რეფორმები, ცხადად წარმოაჩინოს ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება და ინკლუზიური, ერთიანი გზით შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე“, – აცხადებს მელინე არაკელიანი ვიდეომიმართვაში, სადაც ის ქართულად საუბრობს.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.