ნიდერლანდების ელჩი - ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, ასევე ყველა პარტია უნდა იყოს ჩართული
12 რეკომენდაციის შესრულებაში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, ასევე ყველა პარტია უნდა იყოს ჩართული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განუცხადა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ზომები იყოს გატარებული, რათა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია განხორციელდეს. აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, ყველა პარტიაც უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რჩევებს, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები, რადგან ეხება უნივერსალურ ღირებულებებს და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა მათი გათვალისწინება“, – განაცხადა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.