ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს. ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მანამდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ თითო-თითო ბატარეის უკრაინისთვის გადაცემის პირობა აშშ-მა და გერმანიამ დადეს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენც ვუერთდებით, ამ საკითხზე დღეს გერმანიის კანცლერსაც ვესაუბრე“, – უთხრა რუტემ აშშ-ის პრეზიდენტს.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ჯაჭვის განმტკიცების აუცილებლობას და უკრაინის მხარდაჭერისთვის ნიდერლანდებს მადლობა გადაუხადა.