ნიჭიერი და გამოცდილი პროფესიონალები ჩინეთის ათწლიან ვიზას მიიღებენ
ნიჭიერი და გამოცდილი პროფესიონალები ჩინეთის ათწლიან ვიზას მიიღებენ

ნიჭიერი და გამოცდილი პროფესიონალები ჩინეთის ათწლიან ვიზას მიიღებენ. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

10-წლიანი მრავალჯერადი ვიზის მისაღებად განაცხადის შევსება ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს შეუძლიათ, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მიერ განსაზღვრულ სფეროში მუშაობენ.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის უცხოელი სპეციალისტების დახმარება მნიშვნელოვანია. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ჩინეთში 50 000 უცხოელ პროფესიონალს დაასაქმებენ.

პროგრამის ფარგლებში, 10-წლიანი ვიზის მისაღებად განაცხადის შევსება ონლაინ არის შესაძლებელი და უფასოა.

ვიზის მფლობელებს ჩინეთში 180 დღით შეეძლებათ დარჩენა. ამას გარდა, მათ უფლება ექნებათ, თან ჩაიყვანონ ოჯახის წევრებიც.