ნიჩბოსნობა - კანოე და კაიაკი | მინსკი 2019
ნიჩბოსნობა - კანოე და კაიაკი | მინსკი 2019

კანოე და კაიაკი – ნიჩბოსნობის სახეობებია. არსებობს ერთადგილიანი, ორადგილიანი და ოთხადგილიანი ნავები. ტარდება როგორც კაცთა, ასევე ქალთა და შერეულ წყვილთა შეჯიბრები. ტურნირები იმართება კანოეს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით სხვადასხვა დისტანციაზე: 200 მეტრი, 500 მეტრი, 1000 მეტრი სწორ დისტანციაზე და 5000 მეტრი მოსახვევებიან დისტანციაზე.

1936 წლიდან ოლიმპიური სახეობაა. თუმცა ზაფხულის თამაშების პროგრამაში მხოლოდ კანოე სლალომია შეტანილი.

მინსკის ევროპულ თამაშებზე ნიჩბოსნები ასპარეზობას 25 ივნისს დაიწყებენ და 27-ში დაასრულებენ. მედლების 16 კომპლექტისთვის 36 ქვეყნის 350-მდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრი მინსკში, „ნიჩბოსნობაში მზადების რესპუბლიკური ცენტრის“ ბაზაზე გაიმართება.

საქართველოდან ბელარუსში სამი ნიჩბოსანი გაემგზავრება. ზაზა ნადირაძე (კანოე) და ბადრი ყაველაშვილი (კაიაკი) ევროპულ თამაშებში მეორედ მიიღებენ მონაწილეობას, მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე) კი დებიუტანტია.