The New York Times- ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში საუდის არაბეთის პრინცის მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებები არსებობს
The New York Times-ი იუწყება, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში საუდის არაბეთის პრინცის მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებები არსებობს. ამერიკული გამოცემის მტკიცებით, აღნიშნული დასკვნა Washington Post-ის ჟურნალისტის მიერ, ერთ-ერთი უშუალო მკვლელის სატელეფონო ჩანაწერის შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი.
The New York Times-ის ცნობით, მკვლელობის შემდეგ მალევე ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა პირად უფროსს დაურეკა და უთხრა, რომ მას შეეძლო „თავისი შეფისთვის“ შედეგები ეცნობებინა.
ამერიკული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ „შეფში“ საუდის არაბეთის სამეფოს მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი იგულისხმებოდა, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს მას სახელით არ მოიხსენებენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული აუდიოჩანაწერები რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურს გადასცა. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც.