ბრიტანული მედია წერს, რომ საუდის არაბეთის პრინცმა თურქეთის პრეზიდენტის ჩამოგდების სტრატეგიული გეგმა აამუშავა
ბრიტანული მედია წერს, რომ საუდის არაბეთის პრინცმა თურქეთის პრეზიდენტის ჩამოგდების სტრატეგიული გეგმა აამუშავა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა თურქეთის პრეზიდენტის დასუსტების და ჩამოგდების სტრატეგიული გეგმა აამუშავა, – ამის შესახებ გამოცემა „მიდლ ისთ აი“ საიდუმლო ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ანგარიში საუდის არაბეთის მოკავშირე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მას შემდეგ მომზადდა, რაც მუჰამედ ბინ სალმანმა გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის მიმართა „ზედმეტად მომთმენი“ იყო. მასალაში აღნიშნულია, რომ ხაშოგის წინააღმდეგ ძალადობამ საერთაშორისო რეზონანსი დიდწილად თურქეთის რეაქციის გამო გამოიწვია, რომელიც საუდის არაბეთისგან პასუხს ითხოვდა.

​თურქეთის დაზვერვის მტკიცებულებას, რომ ჯამალ ხაშოგის ტრაგედიაში პირადად მონაწილეობდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, აშშ-შიც დაეთანხმნენ. „მიდლ ისთ აი“ საიდუმლო ანგარიშს იმოწმებს, სადაც ნათქვამია, რომ საუდის არაბეთის და მემკვიდრე პრინცის დისკრედიტაციის კამპანიაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ძალიან შორს წავიდა და დადგა დრო საპასუხო დარტყმისთვის და რეგიონში თურქეთის პრეზიდენტის გავლენის შემცირებისთვის. გეგმა ითვალისწინებს ერდოღანის მთავრობაზე ზეწოლას, ინვესტიციების და იმპორტის ბრუნვის შემცირებას, ასევე ისლამის საკითხებში თურქეთის როლის მინიმიზებას. ანგარიშის მიხედვით, ზეწოლის შედეგად ერდოღანი მეტ ყურადღებას შიდა საკითხებს დაუთმობს იმ იმედით, რომ ოპოზიცია მას ჩამოაგდებს, ან მუდმივ კრიზისში იქნება და შეცდომების დაშვებას დაიწყებს, რაც მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩება.

გასულ კვირას პირველი ნიშნები გამოიკვეთა, რომ საუდის არაბეთმა გეგმის განხორციელება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებამ დუბას პორტში 80 თურქული სატვირთო ავტომობილი, ჯიდას პორტში კი 300 კონტეინერი დაბლოკა. გამოცემა წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის მცდელობების შესახებ იცის და კონტაქტს პირდაპირ მის მამასთან, მეფე სალმანთან ამჯობინებს.