მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა
A combination picture shows Saudi Arabia's Crown Prince Mohammed Bin Salman in Osaka, Japan June 29, 2019 and Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu in Jerusalem February 9, 2020. Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY and REUTERS/Ronen Zvulun/Pool
ისრაელის პრემიერ-მინისტრი საიდუმლო ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ცნობას ადასტურებს ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი. ისრაელის განათლების მინისტრის თქმით, „ეს ვიზიტი საოცარი მიღწევაა“.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ იუწყება, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს იმყოფებდოა და საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს საუდის არაბეთში თან ახლდა ისარელის დაზვერვის მოსადის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია საუდის არაბეთში.