The New York Times - დონალდ ტრამპს 2017 წელს სპეციალური პროკურორის გათავისუფლება სურდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გასულ წელს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გათავისუფლება სურდა,– ამის შესახებ ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით The New York Times წერს.
გამოცემის ცნობით, ამ გეგმაზე უარი მან მას შემდეგ თქვა, რაც თეთრი სახლის პროკურორი გადადგომით დაიმუქრა.
თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.
მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლის შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობს. ამ პროცესის ფარგლებში მან უკვე დაკითხა თეთრი სახლის ყოფილი თუ ამჟამინდელი მაღალჩინოსნები.
მიულერის გამოძიების საკითხი იმის დადგენაცაა, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს კანონი.