ნეპალში წყალდიდობამ და მეწყერმა, სულ მცირე, 66 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა, სავარაუდოა, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, 69 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 60 პირი დაშავებულია.
მსხვერპლი უმეტესად კატმანდუს ხეობაში დაფიქსირდა, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
წყალდიდობის შედეგად შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენების დახმარებით შენობების სახურავებიდან ხდება.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მეწყერმა გზები 30-მდე ადგილას ჩახერგა.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წვიმები, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, სტიქიის შედეგად შეფერხებულია შიდა ფრენების უმეტესობა, თუმცა საერთაშორისო ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.