ნეპალში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა
ნეპალში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ნეპალში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ მაშველებმა რამდენიმე ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი აღმოაჩინეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩამოვარდნამდე თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და პილოტი ცდილობდა, ავიაკატასტროფა დასახლებულ ზონასთან არ მომხდარიყო.

თვითმფრინავის ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

ნეპალის მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდნენ ინდოეთის, რუსეთის, სამხრეთ კორეის, ირლანდიის, ავსტრალიის, არგენტინისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

„იეთი ეარლაინსის“ თვითმფრინავი კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აეროპორტიდან კილომეტრ-ნახევარში, დაფრენისას განიცადა.