ნეპალში ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 ადამიანი იმყოფებოდა, ცენტრალურ ნეპალში, აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.
„იეთი ეარლაინსის“ თვითმფრინავი კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აეროპორტიდან კილომეტრ-ნახევარში, დაფრენისას განიცადა.
ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
ინციდენტის ადგილას ნეპალელი სამხედროები გაგზავნეს. ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, პუშპა კამალ დაჰალმა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, იმუშაონ სამაშველო ოპერაციებზე.