ნენსი პელოსი დელეგაციასთან ერთად ავღანეთში ჩავიდა
ნენსი პელოსი დელეგაციასთან ერთად ავღანეთში ჩავიდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი დელეგაციასთან ერთად ავღანეთში ჩავიდა. პელოსი ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტს აშრაფ განის შეხვდა.

პელოსის თქმით, დელეგაციის წევრებმა ავღანეთის პრეზიდენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს უსაფრთხოებასა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ნენსი პელოსი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად ავღანეთიდან იორდანიას ეწვევა.