ნენსი პელოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კიდევ ერთხელ აირჩიეს
ნენსი პელოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კიდევ ერთხელ აირჩიეს

ნენსი პელოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კიდევ ერთხელ აირჩიეს. ამის შესახებ სიენენი წერს. დემოკრატიული პარტიის 80 წლის წარმომადგენელმა დამსწრე კონგრესმენების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო – პელოსის არჩევას ხმა 216-მა დეპუტატმა მისცა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს, კევინ მაკარტის კი ხმა 209 კანონმდებელმა მისცა.

სპიკერის არჩევის პროცედურა მეტწილად პროგნოზირებადი იყო, რადგან კონგრესმენები, როგორც წესი, ხმას აძლევენ პარტიული ხაზით და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ მანდატის ნაწილი დაკარგა 2020 წლის 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, მან მაინც შეინარჩუნა თავისი უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში. მაკარტიმ ყველა რესპუბლიკელის მხარდაჭერა მიიღო, ვინც ხმა მისცა, გამონაკლისის გარეშე.

ამასთან, დემოკრატიულ ბანაკში რამდენიმე კონგრესმენმა უარი თქვა პელოსისთვის ხმის მიცემაზე: სამმა თავი შეიკავა, ორმა კი მხარი დაუჭირა პარტიის სხვა წევრებს – ტემი დაქვორტს და ჰაკიმ ჯეფრიზს. გარდა ამისა, რამდენიმე რესპუბლიკელი და დემოკრატი სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის თანამდებობაზე უკვე მეოთხედ არჩეულმა ნენსი პელოსიმ აშშ-ის 117-ე მოწვევის კონგრესში მუშაობა უკვე დაიწყო.