„ბარსელონას“ მცველი ნელსონ სემედუ „ვულვერჰემპტონში“ გააგრძელებს კარიერას. უკვე შედგა ინგლისურ კლუბში მისი პრეზენტაცია. მანამდე, პორტუგალიელმა მადლობა გადაუხადა კატალონურ კლუბს.
„დიდი მადლობა „ბარსელონას“ იმისთვის, რომ ოცნების ასრულების შესაძლებლობა მომცა – ვატარო ეს მაისური, ვითამაშო „კამპ ნოუზე“, ვისწავლო მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. მადლობა იმისთვის, რომ მომცეს შესაძლებლობა გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. მე აქ სამი შესანიშნავი წელი გავატარე, არასოდეს დამავიწყდება ეს დრო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, პერსონალს, გულშემატკივრებს, ყველას, ვინც მხარს მიჭერდა კლუბში პირველივე გამოჩენიდან“, – აღნიშნა სემედუმ.
„მგლებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში და შესაძლებელია მისი გაგრძელება 2025 წლის ივნისამდე. ტრანსფერის თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა.
გასულ სეზონში სემედუმ ესპანეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.