რუი პატრისიო „რომას“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
რუი პატრისიო „რომას“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„ვულვერჰემპტონის“ პორტუგალიელი მეკარე რუი პატრისიო „რომაში“ გააგრძელებს კარიერას, – იტყობინება რომაული კლუბის პრესსამსახური.

ტრანსფერის თანხამ 11 მილიონი ევრო შეადგინა.

პრემიერლიგის გასულ სეზონზე პორტუგალიელმა 37 მატჩი ჩაატარა, 11 თამაშში არ გაუშვა გოლი და საშუალოდ, 1.35 გოლს იღებდა საკუთარ კარში. ევრო 2020-ზე რუი პატრისიომ პორტუგალიის ნაკრებში ოთხი მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაუშვა.