„ტოტენჰემში“ მოურინიოს შემცვლელად „ვულვერჰემპტონის“ მწვრთნელს მოიაზრებენ #1TVSPORT

17:26, 14.04.2021

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურიონოს შეცვლას ფიქრობს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მეორე პორტუგალიელს, „ვულვერჰემპტონის“ დამრიგებელს, ნუნუ ეშპირიტუ სანტუსს განიხილავეს, – იუწყება Daily Express. 

გამოცემის ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა 47 წლის სპეციალისტის მოწვევაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსისა და მაურიციო სარისაც მოიაზრებენ.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, ევროპის ლიგას კი 1/8 ფინალში გამოეთიშა.

მსგავსი