„ბარსელონა“ ანსუ ფატის „ვულვერჰემპტონში“ ყიდის #1TVSPORT
„ბარსელონა“ ანსუ ფატის „ვულვერჰემპტონში“ ყიდის #1TVSPORT

„ბარსელონა“ და „ვულვერჰემპტონი“ ფეხბურთელების გაცვლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Diario Sport-ი.

კატალონელები ინგლისში გაუშვებენ ფორვარდ ანსუ ფატის, სანაცვლოდ კი მიიღებენ ნახევარმცველ რუბენ ნევეშს. ასევე, „ვულვერჰემპტონი“ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

ელოდებიან, რომ გარიგება 30 ივნისამდე გაფორმდება. ასეთი გაცვლა დაეხმარება „ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაში. ერთადერთი წინაღობა შეიძლება გახდეს ფატის უარი კლუბის შეცვლაზე. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.