პაბლო სარაბია პსჟ-დან „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა #1TVSPORT
პაბლო სარაბია პსჟ-დან „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი ნახევარმცველი პაბლო სარაბია „ვულვერჰემპტონის“ ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება პარიზული კლუბის პრესსამსახური.

30 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2.5 წელი იქნება ძალაში. ახალ გუნდში ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი 21 ნომრით ითამაშებს.

2022-2023 წლების სეზონში სარაბიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.