ადამა ტრაორე „ბარსელონაში“ გადავიდა #1TVSPORT
ადამა ტრაორე „ბარსელონაში“ გადავიდა #1TVSPORT

„ვულვერჰემპტონის“ ესპანელი ნახევარმცველი ადამა ტრაორე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონაში“ გადავა, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

აღნიშნავენ, რომ მხარეებმა შეათანხმეს იჯარის პირობები. კატალონური კლუბი სრულად გადაიხდის ტრაორეს ხელფასს. იჯარის ვადა სეზონის ბოლომდე განისაზღვრა 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი უკვე ჩავიდა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. 26 წლის ტრაორე „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, 2015 წელს კი „ასტონ ვილაში“ გაყიდეს.

„ვულვერჰემპტონში“ ჩატარებულ 154 მატჩში ტრაორემ 11 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამ სეზონში მისი მონაგარი 20 მატჩსა და ერთ გოლს შეადგენს.