ნელი ხიზანიშვილი - სოფელ ჩუმლაყში ინფიცირებული პირის 20 კონტაქტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევის კონტაქტებიდან მოძიებულია 20 პიროვნება, ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მისივე ცნობით, სულ კახეთიდან ლუგარის ცენტრში გუშინ 106 ნიმუში გაიგზავნა. ყველა ტესტის პასუხი ცნობილია და არც ერთს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 7 215 ნიმუში, აქედან 2 772 მედპერსონალია, 1 976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 270- შშმ პირი, 40 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 94 საქალაქო ტრანსპორტის მძღოლია.
ამ ეტაპზე კახეთში სამ საკარანტინო სივრცეში სივრცეში 104 ადამიანი იმყოფება.