ნელი ხიზანიშვილი - კორონავირუსი ექთნის ოჯახის ხუთი წევრიდან არც ერთს, მათ შორის არც ექთნის მეუღლეს არ დაუდასტურდა
მოკვლეული მონაცემებით, საგარეჯოს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტები 60-იდან 21-მდე შემცირდა, მათ შორის ცხრა ოჯახის კონტაქტია, ხოლო 16 მედპერსონალი, – ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კორონავირუსი ექთნის ოჯახის ხუთი წევრიდან არც ერთს, მათ შორის არც ექთნის მეუღლეს არ დაუდასტურდა.
„თუ საგარეჯოში მასთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდება, მაშინ ეს არ ჩაითვლება კახეთის შემთხვევად და რეგიონი ისევ მწვანე ზონად დარჩება“, – ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ექთნის შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მას კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება.
„ექთანთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, თუ ისინი დაარღვევეენ ამ წესს, მაშინ კარანტინში გადაყვანა მოუწევთ.
კახეთიდან გუშინ 167 სინჯი გაიგზავნა. პასუხების ნაწილი, რაც მოვიდა, უარყოფითია, დანარჩენი ტესტირების პასუხი საღამოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.