„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა აღნიშნა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ბრაზილიელის სიტყვებით, დაბრუნებას ერთი თვის შემდეგ შეძლებს.
„კიდევ ერთი თვე მრჩება სრულ აღდგენამდე. ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა ESPN-თან კომენტარში ნეიმარმა.
ეს ინფორმაცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმაც დაადასტურა.
„ნეიმარი მალე უნდა დაბრუნდეს. გამოკვლევების ბოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაფერი კარგად მიდის. შესაძლოა, მას ამ სეზონში თამაშის შანსიც მიეცეს“, – ამბობს ემერი.
ნეიმარის ექიმის როდრიგო ლასმარის სიტყვებით, უახლოეს 10 დღეში დადგინდება ზუსტი თარიღი, როდის შეძლებს ბრაზილიელი ვარჯიშების დაწყებას.
ნეიმარმა ტრავმა 25 თებერვალს, „მარსელთან“ მატჩში მიიღო და ოპერაცია დასჭირდა.