ნეიმარი - ერთ თვეში დავბრუნდები
ნეიმარი - ერთ თვეში დავბრუნდები

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა აღნიშნა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ბრაზილიელის სიტყვებით, დაბრუნებას ერთი თვის შემდეგ შეძლებს.

„კიდევ ერთი თვე მრჩება სრულ აღდგენამდე. ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა ESPN-თან კომენტარში ნეიმარმა.

ეს ინფორმაცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმაც დაადასტურა.

„ნეიმარი მალე უნდა დაბრუნდეს. გამოკვლევების ბოლო შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაფერი კარგად მიდის. შესაძლოა, მას ამ სეზონში თამაშის შანსიც მიეცეს“, – ამბობს ემერი.

ნეიმარის ექიმის როდრიგო ლასმარის სიტყვებით, უახლოეს 10 დღეში დადგინდება ზუსტი თარიღი, როდის შეძლებს ბრაზილიელი ვარჯიშების დაწყებას.

ნეიმარმა ტრავმა 25 თებერვალს, „მარსელთან“ მატჩში მიიღო და ოპერაცია დასჭირდა.