ნეაპოლსა და სალერნოს შორის სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
იტალიაში, ნეაპოლსა და სალერნოს შორის სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA ავრცელებს.
გვირაბში ხანძარი გვიან ღამით ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა, როდესაც ადგილზე პროფილაქტიკური სამუშაოები ტარდებოდა.
ინციდენტის შედეგად მუშები დაშავდნენ. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქების გამო, სარკინიგზო გვირაბში მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა. რეისების ნაწილი ალტერნატიული მარშრუტით სრულდება.