NDI-ის კვლევით, ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვისა და ქალთა უფლებების მდგომარეობა
NDI-ის კვლევით, ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვისა და ქალთა უფლებების მდგომარეობა

გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა, 31%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 19%-ის აზრით გაუარესდა;

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 23%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 31%-ის აზრით გაუარესდა;

გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა ქალთა უფლებები, 33%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 19%-ის აზრით გაუარესდა, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.