ირაკლი ზარქუა - კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ის ​ძლიერი მხარე არ არის, ეს არჩევნებით მტკიცდება
ირაკლი ზარქუა - კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ის ​ძლიერი მხარე არ არის, ეს არჩევნებით მტკიცდება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ის ძლიერი მხარე არ არის. მისი თქმით, ეს არჩევნებითაც მტკიცდება.

დეპუტატის თქმით, ეს NDI-ის სათაო ოფისის პრობლემა კი არ არის, არამედ იმ ორგანიზაციის პრობლემაა, „რომელიც საქართველოში საველე გამოკითხვებს ატარებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება“.

„NDI ჩვენს ქვეყანას ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის გადამზადებასა და ტრენინგებში, მაგრამ კვლევების პოლიტიკური ნაწილი მაინცდამაინც მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს არჩევნებით მტკიცდება. დარწმუნებული ვარ, ახლაც საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული განწყობა გვაქვს, თუმცა ერთ ტენდენციას ნამდვილად ასახავს – მმართველ პარტიას გაცილებით მეტი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, ვიდრე ერთად აღებულს ოპოზიციას. პროცენტებში არ შევდივარ, რადგან არ ვეთანხმები, ვინაიდან NDI-ის ძლიერი მხარე კვლევები არ არის. უნდა ითქვას, რომ სოციალურ ნაწილსაც პოლიტიკურად იყენებენ. 2020-ის არჩევნებში რა პროცენტი დაწერა გახსოვთ? – პარლამენტში ვართ წარმოდგენილი და ლეგიტიმაცია დასავლეთმა მოგვანიჭა. ასევე გადახედეთ თვითმმართველობის არჩევნებზე რას წერდა და რა შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, საფუძველი მაქვს, ამ განცხადების გაკეთების. ეს NDI-ის სათაო ოფისის პრობლემა კი არ არის, ეს იმ ორგანიზაციის პრობლემაა, რომელიც საქართველოში საველე გამოკითხვებს ატარებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება. რეალობას აქაც ვერ გაექცნენ და დაუწერეს ის, რაც დაუწერეს მთლიანად ოპოზიციას ერთად აღებული. ეს კიდევ ერთი შემოლაწუნებაა ოპოზიციისთვის, რომ გონს მოეგოს, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას და ალტერნატიული სისულელეებზე არ იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ NDI-ის მიერ დღეს გავრცელებული მორიგი კვლევის შეფასებისას.