NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 53% ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, 30% – არ ეთანხმება, 17%-მა კი არ იცის.

ამავე კვლევით, კვლევაში მონაწილეთა 45%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა არსებობს, 29% არ ეთანხმება, 26%-მა არ იცის.

44% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა, 28% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 28% კი არ იცის.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 53%-ის აზრით რუსული პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32%-ის აზრით – პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 28%-ის აზრით – ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 12% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით, 11-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.

კვლევაში მონაწილეთა 66%-ის აზრით, ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 31%-ის აზრით ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 23%-ის აზრით – პოლიტიკური პარტიებით, 11% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებით, ხოლო 8%-ის აზრით არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით.

რაც შეეხება აშშ-დან მომავალ პროპაგანდას, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ აშშ-დან პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32%-ი ფიქრობს, რომ ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 26%-ის აზრით, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 10%-ის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების, ხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ აშშ-დან მომავალი პროპაგანდა საქართველოში არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.