NDI-ის კვლევაში ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მხრივ ნიკა მელია ლიდერობს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაში ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია ლიდერობს.
მელიას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%, ხოლო დადებითად 18%.
უარყოფითი კუთხით შეფასებისას მეორე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაა. მას გამოკითხულთა 34% აფასებს უარყოფითად, ხოლო დადებითად 17%.
მესამე ადგილზე უარყოფითი დამოკიდებულების მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. მას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 19%, ხოლო დადებითად 31%.
ამასთან, NDI კვლევის თანახმად, ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%, უარყოფითად 6 % აფასებს.
მეორე ადგილზე, დადებითი კუთხით შეფასებისას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეა – 34 %. ბაქრაძეს უარყოფითად აფასებს 18 %.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია – დადებითი 22%, უარყოფითი 10 %.
შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 21%-ს, ხოლო უარყოფითი 7%-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად – 15%.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 17%-ს, უარყოფითი 9%-ს.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ დადებითი შეფასება აქვს 13%-ს, ხოლო უარყოფითი 15%-ს.
ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, უარყოფითად – 12%.
უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს დადებითად აფასებს 11%, უარყოფითი – 11%.
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს 9%, ხოლო უარყოფითად 5%.
აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.