NDI-ის კვლევაში ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურებისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივ დავით სერგეენკო ლიდერობს
NDI-ის კვლევაში ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურებისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივ დავით სერგეენკო ლიდერობს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%, უარყოფითად 6 % .

მეორე ადგილზე, დადებითი კუთხით შეფასებისას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეა – 34 %. ბაქრაძეს უარყოფითად აფასებს 18 %.

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31%, უარყოფითად 19%.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია – დადებითი 22%, უარყოფითი 10 %.

შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 21%-ს, ხოლო უარყოფითი 7%-ს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად – 15%.

„ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელია – დადებითი 18%, უარყოფითი 37%.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 17%-ს, უარყოფითი 9%-ს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17 %, ხოლო უარყოფითად 34%.

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ დადებითი შეფასება აქვს 13%-ს, ხოლო უარყოფითი 15%-ს.

ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, უარყოფითად – 12%.

უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს დადებითად აფასებს 11%, უარყოფითი – 11%.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს 9%, ხოლო უარყოფითად 5%.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.