NDI - გამოკითხულთა 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას
NDI - გამოკითხულთა 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას. 14% არ დაუჭერდა, 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.